ტრენინგის მეოთხე დღეს გავიარეთ მოდული 2,აქტივობა 1 და 3.
ვიმუშავეთ მიმართულების მომცემ საკვანძო კითხვებზე.განვასხვავეთ ერთმანეთისაგან ზოგადი,თეორიული და შინაარსობრივი შეკითხვები.
გავიარეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები.
ჩემი ძლიერი მხარე იყო ტექნიკური მუშაობა.
სუსტი მხარე ვფიქრობ ზოგადი და თემატური კითხვების მოფიქრება.
პროექტის თემად ავირჩიე ,,მზის სისტემა"
მოსწავლეები მოიძიებენ და დაამუშავებენ ინფორმაციას მზის სისტემის შესახებ.გამოსახავენ პლანეტებს მზიდან თანმიმდევრობით,კვლევის საფუძველზე დაადგენენ მანძილს ერთმანეთს შორის.მოახდენენ პლანეტების შედარებას სიდიდის მიხედვით.შეადგენენ ამოცანებს,გამოყოფენ პლანეტას სადაც სიცოცხლეა და საბოლოოდ შექმნიან მაკეტებს.
ხომ არ მირჩევთ ახალ აქტივობას?
თაკო, ყველაფერი ძალიან კარგად გაქვს მოფიქრებული.მე დამატებით გირჩევ,გააკეთო სლაიდშოუ, დაავალო მოსწავლეებს,მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში მზის სისტემის შესახებ.
ReplyDelete